აშშ-ის სანქციებს გარკვეული შედეგი ექნება, თუმცა ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე არსებითად არ აისახება - პუტინი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 165
არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა ან თავმოყვარე ადამიანი არასდროს არაფერს წყვეტს ზეწოლის ქვეშ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მედიასთან საუბრისას განაცხადა:
„რაც შეეხება ახალ სანქციებს, უპირველეს ყოვლისა, ამაში არაფერი ახალი არ არის. დიახ, ისინი ჩვენთვის სერიოზული ხასიათის მატარებელია, ეს გასაგებია და მათ ექნებათ გარკვეული შედეგები, თუმცა არსებითად არ აისახება ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. თავისი პირველი პრეზიდენტობის დროს, პრეზიდენტმა ტრამპმა დააწესა ყველაზე მეტი სანქცია, რაც კი მანამდე დაწესებულა რუსეთის წინააღმდეგ. დღეს მათ ორი ასპექტი აქვთ – სუფთა პოლიტიკური და ეკონომიკური. რაც შეეხება პოლიტიკურს, ეს არის რუსეთზე ზეწოლის მცდელობა. არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა ან თავმოყვარე ადამიანი არასდროს არაფერს წყვეტს ზეწოლის ქვეშ. რუსეთს კი უდავოდ, აქვს პრივილეგია, საკუთარი თავი მიიჩნიოს თავმოყვარე ქვეყნებისა და ერების რიგებში. რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის მიმართ არამეგობრული აქტი, ეს ცხადია. ის არ აძლიერებს რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რომლებიც ახლა იწყებს აღდგენას.
დიალოგი ყოველთვის ჯობს, ვიდრე რაღაც კონფრონტაცია, დავა ან მით უმეტეს, ომი. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს დიალოგის გაგრძელებას და ახლაც ვუჭერთ ამას მხარს“, – განაცხადა პუტინმა.
დღეს ევროკავშირმა დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი, რომელიც მიმართულია რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ და კრძალავს თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს. მანამდე კი, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა.

No article in the selected categories