თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს 30 ოქტომბერს შეხვდება.
შეხვედრა გაიმართება სამხრეთ კორეაში, რა დროსაც ორივე ლიდერი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტს დაესწრება.
მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების მთავარი თემა აშშ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები იქნება.
No article in the selected categories