უკრაინელი ლტოლვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილ მამაკაცს ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალი წაუყენეს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 76
ნაფიცმა მსაჯულებმა ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრებ დეკარლოს ბრაუნ უმცროსს, რომელიც 23 წლის უკრაინელი ლტოლვილი გოგონას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.
მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ბრაუნმა ირინა ზარუცკა შარლოტის რაიონის სატრანზიტო სისტემის მატარებელში თავდასხმის დროს „განზრახ მოკლა“.
როგორც მედია წერს, წაყენებული ბრალი სიკვდილით დასჯის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.
ცნობისთვის, 22 აგვისტოს ირინა ზარუცკა აშშ-ში მეტროში მგზავრობის დროს მოკლეს. გოგონა მატარებელში იჯდა, რა დროსაც მის უკან მჯდომმა მამაკაცმა მოულოდნელად ბასრი საგანი ამოიღო და ყელის არეში დაჭრა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისი მკვლელი მანამდე 14-ჯერ იყო ნასამართლევი სხვადასხვა ძალადობრივ დანაშაულში მონაწილეობისთვის.
No article in the selected categories
