რუსეთმა წარმატებით გამოცადა ბირთვული ძრავითა და ბირთვული იარაღის შესაძლებლობით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ - პუტინი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 149
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა წარმატებით გამოცადა ბირთვული ძრავითა და ბირთვული იარაღის შესაძლებლობით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“.
რაკეტა, რომელსაც ნატომ Skyfall-ი შეარქვა, ათწლეულზე მეტია მუშავდება. ის ერთ-ერთია იმ რამდენიმე ახალი სისტემიდან, რომლებზეც რუსი კონსტრუქტორები იყვნენ ფოკუსირებულნი.
„გადამწყვეტი გამოცდები ახლა დასრულებულია“, - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ მან გასცა ბრძანება „ინფრასტრუქტურის მომზადების“ თაობაზე, რათა ეს იარაღი „რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ექსპლუატაციაში შევიდეს“.
„ბურევესტნიკი“ აღჭურვილია ძრავში ჩაშენებული მცირე ბირთვული რეაქტორით, რაც მას თეორიულად საშუალებას აძლევს, ჰაერში დღეების განმავლობაში დარჩეს.
No article in the selected categories
