დონალდ ტრამპმა მალაიზიაში ვიზიტი დაასრულა, აშშ-ის პრეზიდენტი ტოკიოში გაემგზავრა, სადაც იაპონიის იმპერატორს შეხვდება
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 69
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე (ASEAN) დასწრების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მალაიზია „დიდ და ენერგიულ ქვეყნად გამოაცხადა“ და კუალა ლუმპური დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ტრამპის ხუთდღიანი აზიური ტურნე ტოკიოში გაგრძელდება, იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო მას საიმპერატორო სასახლეში უმასპინძლებს. შემდეგ კი, აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის პირველად შეხვდება და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებს განიხილავს. მედიაში ვარაუდობენ, რომ ახლად არჩეული პრემიერი მისი წინამორბედის გეგმებს დაადასტურებს.
ტოკიოში აშშ-ის საელჩოსთან და სხვა ღირსშესანიშნაობებთან, რომელთა მონახულებასაც სავარაუდოდ დონალდ ტრამპი გეგმავს, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებია მიღებული. მობილიზებულია ტოკიოს მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტის 18 ათასამდე თანამშრომელი.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ტურნე 30 ოქტომბერს, სამხრეთ კორეაში სი ძინპინთან პირისპირ შეხვედრით დასრულდება.
No article in the selected categories
