ლიეტუვა ბელარუსთან საზღვარს განუსაზღვრელი ვადით კეტავს

ლიეტუვა ბელარუსთან საზღვარს განუსაზღვრელი ვადით კეტავს. მიზეზი ბოლო დღეების განმავლობაში ბელარუსის მხრიდან ლიეტუვის მიმართულებით გაშვებული კონტრაბანდული სიგარეტით დატვირთული საჰაერო ბურთებია, რის გამოც ლიეტუვის აეროპორტებს მუშაობის შეწყვეტა მოუწიათ.

პრემიერ-მინისტრ ინგა რუგინენეს განმარტებით, შეზღუდვა არ შეეხებათ დიპლომატებს და დიპლომატიურ კორესპონდენციას. ასევე, ლიეტუვისა და ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებიც ბელარუსის მხრიდან გადაკვეთენ ლიეტუვის საზღვარს.