თურქეთში მიწისძვრას ნგრევა მოჰყა

თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. ამის შესახებ AP წერს.

6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სამი შენობა ჩამოინგრა ბალიქესირის პროვინციის ქალაქ სინდირგიში, რომელიც სტიქიის ეპიცენტრი იყო.

„ამ დროისთვის გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს”, – განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ.

ბიძგები იგრძნობოდა სტამბოლში, ბურსასა და იზმირში.