დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეაში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეაში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი დღეს სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, ლი ჯე მიუნგს შეხვდება და აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) აღმასრულებელი დირექტორების სამიტზე სიტყვით გამოვა.

ამასთან, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ფორუმის ფარგლებში ტრამპი შეხვედრას ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან გამართავს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, სი ძინპინთან კარგი შეხვედრის მოლოდინი აქვს.

„ჩინეთის პრეზიდენტი ხვალ აქ ჩამოდის და იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. ვფიქრობ, შეთანხმებას მივაღწევთ. ჩემი აზრით, ეს ორივესთვის კარგი შეთანხმება იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.

სამხრეთ კორეის ქალაქ გიონგუჯიში ტრამპის დღევანდელი ვიზიტისა და 1-2 ნოემბერს დაგეგმილი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ფორუმის სამიტის გამო უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ჩატარების ადგილისა და მიმდებარე სასტუმროების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თითქმის 20 000 ადამიანი, დრონების საწინააღმდეგო სისტემებითა და ჯავშანტექნიკით იქნება განლაგებული.