დიდ ბრიტანეთში დანით თავდასხმის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა, მათგან ცხრა პირის მდგომარეობა მძიმეა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 105
დიდ ბრიტანეთში დანით თავდასხმის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა, მათგან ცხრა პირის მდგომარეობა მძიმეა. „როიტერის“ ინფორმაციით, თავდასხმა კემბრიჯში, მატარებელში მოხდა. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ორი ეჭვმიტანილი დააკავა.
თავდასხმის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
მომხდარს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. კირ სტარმერმათავდასხმას „ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტი“ უწოდა.
No article in the selected categories
