აშშ ნიგერიაში ისლამისტი ტერორისტების გასანადგურებლად შესაძლოა, „ცეცხლითა და მახვილით“ შევიდეს, თუ ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას კვლავ დაუშვებს - ტრამპი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 162
დონალდ ტრამპი ნიგერიას კიდევ ერთხელ აფრთხილებს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ქვეყანაში ისლამისტი ტერორისტების გასანადგურებლად შესაძლოა, „ცეცხლითა და მახვილით“ შევიდეს, თუ ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას დაუშვებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში შტატების პრეზიდენტი იმასაც აღნიშნავს, რომ შესაბამისი დავალება ომის დეპარტამენტს უკვე მისცა.
„ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას კვლავ თუ დაუშვებს, აშშ დაუყოვნებლივ შეუწყვეტს ნიგერიას ყოველგვარ დახმარებას და, შესაძლოა, „ცეცხლითა და მახვილით“ შევიდეს ამ ახლა უკვე შერცხვენილ ქვეყანაში, რათა მთლიანად გაანადგუროს ისლამისტი ტერორისტები, რომლებიც ამ საშინელ სისასტიკეს ჩადიან. ამით ვაძლევ მითითებას ჩვენს ომის დეპარტამენტს, მოემზადოს შესაძლო მოქმედებისთვის. ჩვენ თავს თუ დავესხმებით, ეს იქნება სწრაფი, სასტიკი და სასიამოვნო, ისევე როგორც ტერორისტი ბანდიტები ესხმიან თავს ჩვენს ძვირფას ქრისტიანებს! გაფრთხილება: ნიგერიის მთავრობამ უნდა იმოქმედოს სწრაფად!“, - წერს ტრამპი.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პენტაგონი ტრამპის განკარგულების შესასრულებლად მზადაა. მანვე აღნიშნა, რომ ისლამისტების მხრიდან ქრისტიანების ჩაგვრას არამარტო ნიგერიაში არამედ ნებისმიერ ქვეყანაში აღკვეთენ.
No article in the selected categories
