“ვცდილობთ ცოცხლად გამოვიყვანოთ, მაგრამ...“ - რომის ცენტრში ისტორიული ციხე-კოშკი ჩამოინგრა და ადამიანები მოიყოლა - რას წერს მედია
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 73
რომში შუა საუკუნეების ისტორიული კოშკი ჩამოინგრა, არიან დაშავებულები.
მედიის ინფორმაციით, რომში, კოლიზეუმთან ახლოს მდებარე მე-13 საუკუნის კონტის ციხე - კოშკის ნაწილი მისი რეკონსტრუქციის სამუშაოების დროს ჩამოინგრა.
კოშკის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად 4 მუშა დაშავდა. დაშვებულთაგან ორს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, ხოლო ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მეოთხე მუშა ნანგრევებში მოჰყვა და მისი გამოყვანის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, თუმცა მაშველების განცხადებით, ის ცოცხალია.
„ვცდილობთ ცოცხლად გამოვიყვანოთ, მაგრამ სიტუაცია რთულია დამატებით ჩამონგრევის რისკის გამო“, - განაცხადა ეროვნული სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა, ლუკა ქარიმ.
No article in the selected categories
