ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 1,8 მილიარდი ევროს დახმარების მეხუთე ტრანში დაამტკიცა
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 68
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 1,8 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარების მეხუთე ტრანშის გამოყოფა დაამტკიცა.
როგორც საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, ეს თანხა ასახავს უკრაინის მიერ მეხუთე ტრანშის მისაღებად საჭირო ცხრა ნაბიჯის წარმატებით შესრულებას.
დახმარების მიზანია უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა და საჯარო ადმინისტრირების უწყვეტი მუშაობის მხარდაჭერა. თანხის გამოყოფა უკრაინის მხარდაჭერის ფონდის ფარგლებში მოხდება, რომელიც 2024 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდა და გრანტების, სესხების სახით 50 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს უკრაინის აღდგენისთვის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციისთვის 2024-2027 წლებში.
ტრანშების გამოყოფა დამოკიდებულია უკრაინის გეგმით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე.
No article in the selected categories
