სირიის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა - ის დონალდ ტრამპს შეხვდება
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 79
სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა. ის 10 ნოემბერს თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.
7 ნოემბერს, სირიის პრეზიდენტი და სირიის შინაგან საქმეთა მინისტრი ანას ჰასან ხატაბი, აშშ-ის ექსტრემისტული დაჯგუფებების მხარდაჭერაში ან დაფინანსებაში ეჭვმიტანილი პირების რეესტრიდან ამოიღეს. ამ კვირის დასაწყისში გაერო-ს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა აშშ-ის რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებდა სასანქციო ზომების მოხსნას.
თერთმეტი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც აჰმედ ალ-შარაას ხელმძღვანელობით ამბოხებულთა ალიანსმა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხო. ტრამპი შარაას მაისში, ერ-რიადში ვიზიტის დროს შეხვდა.
No article in the selected categories
