არც რუსეთი და არც ჩინეთი ბირთვული იარაღის გამოცდებს არ ატარებენ - დიმიტრი პესკოვი

„ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ არც რუსეთი და არც ჩინეთი ბირთვული იარაღის გამოცდებს არ ატარებენ“, – ამბობს კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ტრამპის განცხადების პასუხად, რომლის მიხედვითაც, ვაშინგტონი ბირთვული ცდების განახლებას გეგმავს და ხსნის იმით, რომ ამას სხვა ქვეყნებიც, მათ შორის რუსეთი და ჩინეთიც აკეთებენ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ბირთვული ცდების განახლებასთან დაკავშირებით გაცემულ ბრძანებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკისა“ და წყალქვეშა აპარატის „პოსეიდონის“ გამოცდა, რომლებსაც ბირთვული ძრავა აქვთ.