ზელენსკიმ არჩევნების ჩატარების ორგანიზების თხოვნით პარლამენტს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იგი მზადაა, რომ მომდევნო ორ-სამ თვეში ქვეყანაში არჩევნები ჩაატაროს.

ცნობისათვის, აქამდე პრეზიდენტი განსხვავებულ პოზიციას იკავებდა და მიიჩნევდა, რომ ომის პირობებში სრულფასოვანი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.

აღნიშნულ განცხადებას წინ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები უძღოდა, რომელიც აცხადებდა, რომ ოფიციალური კიევი სარგებლობდა მიმდინარე ომით და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას თავს არიდებდა.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-მა და ევროპელმა მოკავშირეებმა უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიაწოდონ, რათა საარჩევნო პროცესების უსაფრთხო გარემოში ჩატარება გახდეს შესაძლებელი.

არჩევნების ჩატარებისათვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებით თხოვნით ზელენსკიმ პარლამენტში თავისი პარტიის წარმომადგენლებს უკვე მიმართა. დაგეგმილ არჩევნებში მრავალი საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგას. ამომრჩევლისათვის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდების გარდა, გასარკვევია როგორ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას ერთ მილიონამდე სამხედრო, რომელიც ახლა ფრონტის ხაზზე იბრძვის. ასევე მწვავედ დგას იმ მილიონობით ადამიანის საკითხიც, რომელმაც ომის გამო ქვეყნის ტერიტორია დატოვა ან თავისივე ქვეყნის ტერიტორიაზე დევნილად იქცა.

საგულისხმოა, რომ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა არჩევნების ჩატარების წინააღმდეგია იქამდე, სანამ ომი არ დასრულდება.