აშშ-ს სურს, უკრაინაში ომი ზაფხულის დაწყებამდე დაასრულოს, რადგან შემდეგ სხვა პრიორიტეტები ექნებათ - ზელენსკი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 76
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებულ შტატებს სურს, უკრაინაში ომი ზაფხულის დაწყებამდე დაასრულოს, რადგან შემდეგ სხვა პრიორიტეტები ექნებათ – არჩევნები კონგრესში - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა:
„გვთავაზობენ, ომი ზაფხულის დაწყებამდე დასრულდეს და, სავარაუდოდ, მხარეებზე ზეწოლას სწორედ ასეთი გრაფიკის შესაბამისად მოახდენენ
ჩვენ გვესმის, რომ მთელ დროს სწორედ შიდა პროცესებს დაუთმობენ – არჩევნებს, განწყობების ცვლილებას მათ საზოგადოებაში. არჩევნები მათთვის ნამდვილად უფრო მნიშვნელოვანია.
უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ აბუ დაბიში მოლაპარაკებების დროს ვერ მოხერხდა ტერიტორიებისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხებზე შეთანხმება.
„უკრაინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია დონბასის საკითხზე. „იმის შენარჩუნება, რაც გვაქვს“ – ეს არის ყველაზე სამართლიანი და ყველაზე საიმედო მოდელი ცეცხლის შეწყვეტისთვის დღეს, ჩვენი აზრით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამერიკული მხარე კვლავ თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესახებ აყენებდა საკითხს.
„ზოგადად, თავისუფალი ეკონომიკური ზონის იდეით არც უკრაინა და არც რუსეთი ყოფილა აღფრთოვანებული. რუსეთს სურს ჩვენი გასვლა დონეცკის ოლქიდან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, აშშ-ის წარმომადგენლებმა მხარეებს ენერგეტიკული ზავი კვლავ შესთავაზეს.
„ამერიკამ ორივე მხარეს შემოგვთავაზა მხარი დავუჭიროთ დონალდ ტრამპის დეესკალაციის ინიციატივას ენერგეტიკის მიმართულებით. უკრაინამ დაადასტურა, რუსეთმა ჯერ – არა“, – თქვა ზელენსკიმ.
ამასთან, როგორც ზელენსკიმ განმარტა, შეერთებულმა შტატებმა პირველად შესთავაზა მხარეებს სამმხრივი მოლაპარაკების მორიგი რაუნდის ჩატარება საკუთარ ტერიტორიაზე.
„ამერიკამ პირველად შესთავაზა მოლაპარაკების ორივე ჯგუფს შეერთებულ შტატებში შეხვედრა – სავარაუდოდ, მაიამიში – ერთი კვირის შემდეგ. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი მონაწილეობა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
No article in the selected categories
