ევროპის სამ ქვეყანაში ბავშვთა საკვებ Hipp-ის ქილაში მოთავსებული ვირთხის საწამლავის საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 7
ავსტრიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში ბავშვთა საკვებ HiPP-ის ქილებში მოთავსებული ვირთხის საწამლავის საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული მედია ავრცელებს და წერს, რომ გი 39 წლის მამაკაცია. მათივე ცნობით, ბურგენლანდის მხარის პოლიციის სამმართველომ, საგამოძიებო ინტერესებიდან გამომდინარე, დაკავების ადგილისა და მამაკაცის წარმომავლობის შესახებ დეტალები არ გაამჟღავნა. გამოცემის ცნობით, ავსტრიაში ეჭვმიტანილის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს საზოგადოებისთვის განზრახ საფრთხის შექმნისა და განზრახ მძიმე ფიზიკური დაზიანების მცდელობის მუხლებით.
APA-ს ცნობით, კვლავაც არ არის ნაპოვნი მეორე ქილა, რომელიც აიზენშტადტის იმავე სპარის ფილიალში გაიყიდა. ავსტრიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში, მოხმარებამდე სულ ხუთი მოწამლული საბავშვო კვების ქილა ამოიღეს. გერმანიის სამართალდამცავი ორგანოები საქმეს საბავშვო კვების მწარმოებლისგან ფულის გამოძალვის მცდელობის მუხლით იძიებენ.
20 აპრილს, ევროპის სამ ქვეყანაში - ავსტრიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში - ბავშვთა საკვების Hipp ქილაში ვირთხის საწამლავი მოათავსა გამომძალველმა, რომელიც კომპანიისგან 2-მილიონიან გამოსასყიდს ითხოვდა. ანონიმური პირი HiPP Germany-სგან 2 მილიონ ევროს ითხოვდა 2 აპრილამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, იმუქრებოდა, რომ მოწამლულ ქილებს განათავსებდა Tesco-ს სუპერმარკეტებში ჩეხეთის ქალაქ ბრნოში, სლოვაკეთის ქალაქ დუნაისკა სტრედაში, ასევე Interspar-ის მაღაზიაში ავსტრიის ქალაქ აიზენშტადტში. გავრცელებული ცნობით, HiPP-ის ხელმძღვანელობამ საფრთხის შესახებ ძალიან გვიან შეიტყო.
No article in the selected categories
