საკრუიზო გემზე ვირუსული ინფექციის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ატლანტის ოკეანეში, საკრუიზო გემზე, რომელიც არგენტინიდან კაბო ვერდეში მიცურავდა, ვირუსული ინფექციის აფეთქების შედეგად  სამი ადამიანი დაიღუპა - ინფორაციას BBC-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე (WHO) დაყრდობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ვირუსით ინფიცირებული, შესაძლოა, კიდევ ხუთი პირი იყოს.

ჰანტავირუსული ინფექციები, როგორც წესი, დაკავშირებულია ინფიცირებული მღრღნელების ფეკალურ მასებთან. იშვიათად, მაგრამ ვირუსი, შეიძლება, გავრცელდეს ადამიანებს შორის და გამოიწვიოს მძიმე რესპირატორული დაავადება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, გემზე უკვე დადასტურებულია ჰანტავირუსის, სულ მცირე, ერთი შემთხვევა.

დანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი ამჟამად აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთან იმყოფება.