მინდა, მამუკა მდინარაძეს მივულოცო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნა, ძალიან მნშვნელოვანია ყველა სამართალდამცავი უწყების სინერგიული მუშაობა, ერთხმად საქმის კეთება და ამ კუთხით, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი ცვლილება განოხრიცლედა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს უპრეცედენტოდ ძლიერია სამართალდამცავი უწყებების ერთობლიობა და ეს არის მნიშვნელოვანი ყველა მიმართულებით.
„დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით, სუს-ის საქმიანობის ეფექტიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად და ფუნდამენტურად გაუმჯობესდება. დღეს, უპრეცედენტოდ ძლიერია ჩვენი სამართალდამცავი უწყებების ერთობლიობა და ეს არის მნიშვნელოვანი, ზოგადად კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით, ყველა მიმართულებით. ჩვენ დაგვჭირება ძალისხმევის კიდევ უფრო მეტად კონსოლიდირება, ეს ეხება ნარკოტიკებს, ორგანიზებულ დანაშაულს, კორუფციულ დანაშაულს. ამ მიმართულებითაც გვჭირდება მომავალშიც აქტიური მუშაობა. ასევე, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის აღკვეთაც არის მნიშვნელოვანი და ამ კუთხით ბუნებრივია, ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები იქნებიან სრულად კონსოლიდირებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გეკა გელაძეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ის აქამდე ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას.
„მე ასევე მინდა გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ - ბატონი გეკა გელაძე ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას მას დღეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, რასაც ის იმსახურებს. გისურვებთ სამომავლო წარმატებებს. ასევე მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ რონი მესხს მიენიჭება ასევე გენერალ-მაიორის წოდება. წარმატებები მინდა გისურვოთ სამომავლო საქმიანობაში“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, 3%-ით შემცირდა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ასევე 30%-ით არის შემცირებული თაღლითობა, 17%-ით არის შემცირებული ყაჩაღობა, 34%-ით არის შემცირებული გამოძალვა, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 63%-ს აღემატება.
„რაც შეეხება ზოგადად, კრიმინოგენურ მდგომარეობას, გრძელდება დანაშაულის კლების ტენდენცია, რაც არის მნიშვნელოვანი და იმ საქმიანობის მთავარი ინდიკატორი, რასაც მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. 3%-ით შემცირდა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. 30%-ით არის შემცირებული თაღლითობა, 17%-ით არის შემცირებული ყაჩაღობა, 34%-ით არის შემცირებული გამოძალვა. ესეც არის იმ კონკრეტული ზომების შედეგი, რაც მიღებული იქნა შსს-ს მიერ. 63%-ს აღემატება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით. მე მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, ყველა ეს შედეგი არის პოლიციელების გმირობის შედეგი. ჩვენ გვახსოვს კონკრეტული სპეცოპერაციები. იგივე ნარკოტიკებთან, ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით. თითოეული ეს სპეცოპერაცია გულისხმობს სიცოცხლის რისკზე წასვლას და ნებისმიერი ასეთი საქმიანობა დაკავშირებულია თავდადებასთან, გმირობასთან და თითოეულ პოლიციელს მინდა გადავუხადო მადლობა მათი გმირული დამოკიდებულებისა და პატრიოტიზმისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გეკა გელაძეს. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შევძელით ჩვენ ამ მასშტაბური ცვლილების მიღწევა საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემაში და მას ჩვენგან და საზოგადოებისგან ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა", - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს უკანონო მიგრაციის აღმოსაფხვრელად.
„აქტიური მუშაობა მიმდინარეობს უკანონო მიგრაციის აღმოსაფხვრელად. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. ბოლო სამ თვეში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა გააძევა ქვეყნიდან თითქმის იმდენივე უკანონო მიგრანტი, რამდენიც მთელი გასული წლის განმავლობაში. ეს სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, რომ ეფექტიანობის ხარისხი არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და შსს ბევრად უფრო ეფექტიანად მუშაობს ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველა მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ბოლო 3 თვეში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცა 57 პირი, შარშან, იგივე პერიოდში, ამ ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ 2 პირი.
„ბოლო 3 თვეში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცა 57 პირი. სტატისტიკა რომ ავიღოთ, შარშან, იგივე პერიოდში, ამ ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ 2 პირი. 2 პირი შარშან იგივე პერიოდში, წელს - 57. ჩვენ აქაც გვჭირდებოდა გადამჭრელი ზომების მიღება და ის სტატისტიკა, რომელიც წარმოგიდგინეთ, სწორედ ამის გამოხატულებაა. ყველა მიმართულებით გვჭირდება უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ. ბუნებრივია, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, 3 თვის განმავლობაში გამოვლინდა იარაღის უკანონო ბრუნვის 384 შემთხვევა და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.
„ასევე, იარაღის ტარება - ესეც იყო აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა, ჟარგონზე რომ ვთქვათ, მიშვებული იყო ეს ყველაფერი. ადამიანები, მათ შორის, ახალგაზრდა ადამიანები, ზოგჯერ არასრულწლოვნებიც კი დადიოდნენ იარაღით ქუჩაში, რაც საზოგადოებას ძალიან აწუხებს, ბუნებრივია, და რისკის შემცველია. რაც მთავარია, 3 თვის განმავლობაში გამოვლინდა იარაღის უკანონო ბრუნვის 384 შემთხვევა. ამ მიმართულებითაც რა თქმა უნდა, გაგრძელდება მუშაობა“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ნარკოტიკებთან ბრძოლა კვლავაც დარჩება ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.
„შემდეგი საკითხი, რასაც მინდა შევეხო, უკავშირდება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას - ნარკოტიკები, ორგანიზებული დანაშაული, კორუფცია. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა და კონკრეტულად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ეფექტიანად მუშაობს გასული თვეების განმავლობაში. ბოლო სამ თვეში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 156 პირი. საუბარია მსხვილ ნარკორეალიზატორებზე, რომელთა დაკავებაც განხორციელდა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის დაკავებული იქნა და პასუხისგებაში მიეცა 226 პირი, რაც არის უპრეცენდენტო მაჩვენებელი. ჩვენ გვქონდა შემაშფოთებელი ტენდენციები ნარკოტიკების მოხმარების, გავრცელების კუთხით და ჩვენ გვჭირდებოდა გადამჭრელი ზომების მიღება ამ ტენდენციების აღსაკვეთად. სწორედ ამის გამოხატულებაა ის სტატისტიკა, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი. ამან გამოიწვია ის, რომ ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა არის შემცირებული როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით დაახლოებით რვაჯერ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი საქმიანობის შედეგია. ასევე უპრეცენდენტო რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები არის ამოღებული. მათ შორის, გვქონდა კონკრეტული ფაქტი, როდესაც 298 კილოგრამი ჰეროინი იქნა ამოღებული. ასევე, რამდენიმე დღის წინ ამოღებული იქნა 34 500-ზე მეტი აბი მეტადონი, რაც ასევე უპრეცენდენტო რაოდენობაა. ნარკოტიკებთან ბრძოლა კვლავაც დარჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად“, - განაცხადა პრემიერმა.