საჯარო სამსახურში ხელფასების მატება გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2026 წელსაც საჯარო მოხელეებს ხელფასი 10 პროცენტით გაეზრდებათ.
„საჯარო სამსახურში გაგრძელდება ხელფასების მატება. როგორც მოგეხსენებათ, გასული წლების განმავლობაში ყოველ წელს ხელფასები იმატებდა 10 პროცენტით და 2026 წელსაც 10 პროცენტით გაიზრდება საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე უკვე 18 800-ზე მეტ კურსდამთავრებულს აქვს შემოტანილი განაცხადი, დარწმუნებული ვარ, წელს ეს პროექტი კიდევ უფრო მეტი წარმატებით განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კურსდამთავრებულებისთვის შარშან სპილოტე რეჟიმში წარმატებით განხორციელდა ანაზღაურებადი სტაჟირების პროექტი.
„გამოცხადდა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. მთლიანობაში არის გამოცხადებული 3 147 ვაკანსია და ინტერესი არის ძალიან მაღალი. უკვე 18 800-ზე მეტ კურსდამთავრებულს აქვს შემოტანილი განაცხადი. დარწმუნებული ვარ, წელს ეს პროექტი კიდევ უფრო მეტი წარმატებით განხორციელდება. თითოეულ სტაჟიორს მინდა, წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.