პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა.

 

მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს. 

 

საუბარი შეეხო ორმხრივ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის პოლიტიკური დიალოგი უმაღლეს დონეზეა.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას და იმ ფაქტს, რომ სომხეთი საქართველოს ათ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა.

 

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების მიმართულებით.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე და სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი ესწრებოდნენ.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “X”-ზე ეხმაურება.

 

„მოხარული ვარ, რომ  სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შევხვდი. ჩვენ  განვიხილეთ  სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ  საერთო ხედვა მშვიდობიანი, სტაბილური და უფრო მეტად დაკავშირებული სამხრეთ კავკასიის შესახებ,“- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.