იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციები ფართოვდება - კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების პაკეტი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირების შესახებ არაერთ ახალ ცვლილებას ითვალისწინებს.

კანონპროექტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო და რაიონულ სასამართლოებში მოსამართლეთა სპეციალიზაციისა და სტრუქტურული კოლეგიებს განსაზღვრავს. საბჭო საჭიროების შემთხვევაში შეძლებს მოსამართლე სხვა პალატაში ან კოლეგიაში გადაიყვანოს და აღნიშნული ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე განახორციელოს.

სასამართლო სისტემის მენეჯმენტში ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებებია: სააპელაციო საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში თავმჯდომარის ორი მოადგილის პოზიცია ყალიბდება, რომელთა დანიშვნა და უფლებამოსილების განაწილებაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო-ის გადაწყვეტილებით მოხდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესიც იცვლება: კანდიდატების შეფასება და კენჭისყრა ფარულ ფორმატში გადადის, იუსტიციის უმაღლესი საბჭო-ის წევრებს აღარ ევალებათ შეფასებების დასაბუთება და გასაჯაროება, ხოლო ეტაპობრივი გადაწყვეტილებების გასაჩივრებაც იზღუდება – მხოლოდ საბოლოო წარდგინება არის გასაჩივრებადი.

მომდევნო ეტაპზე გადასვლას მხოლოდ ის კანდიდატები შეძლებენ, ვინც კომპეტენტურობის ქულების მინიმუმ 70%-ს მოიპოვებს და ვისდამი იუსტიციის უმაღლესი საბჭო-ის 10 მაინც წევრი დადებით შეხედულებას გამოხატავს.

საბჭოს შემადგენლობაშიც ხდება ცვლილებები – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების კვოტა იზრდება, რითაც გაიზრდება სასამართლოების თავმჯდომარეების, მათი მოადგილეების და პალატების ხელმძღვანელების წილი საბჭოში. ეს ნაბიჯი, კანონპროექტის ავტორთა თქმით, სასამართლო მენეჯმენტის წარმომადგენლობის ზრდას ემსახურება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო-ს აღარ ეხება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების პროცესზე, თუმცა მაინც ინარჩუნებს საკუთარ გადაწყვეტილებათა დასაბუთების ვალდებულებას. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭო-ის მენეჯმენტის დეპარტამენტი სრულად უქმდება და მის ნაცვლად იქმნება ახალი ერთეული, რომელიც საქმეების ელექტრონული განაწილების პროგრამას მართავს.

მოსამართლის მივლინების საგანი და ფინანსური წახალისება ასევე სრულად იუსტიციის უმაღლესი საბჭო-ის კონტროლში გადადის: იქმნება მოქნილი დანამატის სისტემა, სადაც მინიმალური 10%-იანი ზღვარი უქმდება და ანაზღაურების ოდენობას იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსაზღვრავს, თუმცა ჯამი სააპელაციო მოსამართლის ანაზღაურებას არ უნდა გადააჭარბოს.

ფინანსური ცვლილებები შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრებსაც – მათი ანაზღაურება გათანაბრდება სააპელაციო მოსამართლის სარგოსთან, ხოლო წესს თავად საბჭო განსაზღვრავს.

კანონპროექტი ასევე ამარტივებს 3-წლიანი ვადით დანიშნული მოსამართლეთა უვადო განწესებაც, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო-ის 2/3 ფარული კენჭისყრით გადაწყდება.