სუსი უზენაესი სასამართლოს ევაკუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უზენაეს სასამართლოში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო ევაკუაცია გამოცხადდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება.

მათი თქმით, სუსი პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებს და მედიასაშუალებებს მოუწოდებს, მსგავსი ამბების გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

"იყო შეტყობინება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებს. მომავალში გთხოვთ, თავი შეიკავოთ ასეთი ნიუსების გავრცელებისგან, რადგან შეტყობინების ავტორის მიზანიც სწორედ ეს არის. ძალიან გთხოვთ, ნუ მოემსახურებით ასეთი შეტყობინების ავტორების მიზნებს", - ნათქვამია სუსის განცხადებაში.