ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელია – ასეთია ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვის შედეგები.
დაჯილდოების ღონისძიება თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა.
საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:
წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია
წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – თეონა ბაქრაძე
ფუტსალის წლის საუკეთესო მოთამაშე – გიორგი ღავთაძე
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – გიორგი კვერნაძე
წლის საუკეთესო მსაჯი – გოგა კიკაჩეიშვილი
ახალგაზრდა ფეხბურთელებს ალექსანდრე ჩივაძის მედლები გადაეცათ.
17-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელები:
ბრინჯაოს მედალი – საბა ავდოევი(„იბერია“ თბილისი)
ვერცხლის მედალი – ლუკა შარიქაძე(„დინამო თბილისი“)
ოქროს მედალი – ანდრია ბართიშვილი(„კოლხეთი“, ფოთი)
19-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელები:
ბრინჯაოს მედალი – ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია“ თბილისი)
ვერცხლის მედალი – გიორგი გვასალია(„დინამო თბილისი“)
ოქროს მედალი – საბა ხარებაშვილი(„დინამო თბილისი“)
