ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გადამწყვეტ თამაშს დღეს გამართავს

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს დღეს გამართავს.

ავთანდილ ასათიანის გუნდი კაუნასში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება.

ყვითელი ბარათების გამო საფრანგეთთან შეხვედრას საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ირაკლი თოდუა გამოტოვებს.

საქართველო - საფრანგეთის მატჩი 28 იანვარს, თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.