ხვიჩა კვარაცხელია მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდება

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ნიუკასლის“ წინააღმდეგ კოჭის ტრავმა მიიღო. ის მოედნიდან ექიმების დახმარებით გავიდა.

Geo Team-ის ინფორმაციით, ტრავმა ისეთი სერიოზლი არ არის, როგორც თავიდან ვარაუდობდნენ.

„ხვიჩა კვარაცხელიას სამედიცინო შემოწმებამ კარგი პასუხი აჩვენა და ფეხბურთელი ვარჯიშს ორ კვირაში განაახლებს. არანაირი მოტეხილობა, დაზიანებულია კოჭის იოგი“, – წერს Geo Team-ი.