ირაკლი დემეტრაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

ირაკლი დემეტრაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ჯუდოკამ ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკოური დაამარცხა. დღეს ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საბა ინანეიშვილმაც - მან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ფინელი ბარტინ პაუმალაენი დაამარცხა. 

 ჯამში აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველომ 3, 2 ბრინჯაოსა და 1 ოქროს მედალი მოიპოვა, გუშინ ტურნირზე მესამე ადგილი დიმიტრი გოჩილაიძემ დაიკავა.