საგრანტო განაცხადების მიღების ვადა ამოიწურა - სახელმწიფო გრანტისთვის შესულია 403 განაცხადი

მცირე გრანტების საჯარო კონკურსის განაცხადების წარდგენის ვადა დასრულდა. როგორც სააგენტო წერს, შემოსულია 403 საგრანტო განაცხადი.

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტომ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის საგრანტო კონკურსი 21 ივლისს გამოაცხადა. დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 100 000 ლარია.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კონკურსის მიზანი იყო სახელმწიფო გრანტის მეშვეობით ხელი შეეწყოს სამოქალაქო სექტორის აქტიურობას ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სფეროებში.

საგრანტო პროექტები კი შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით იყო განსაზღვრული:

  • დემოკრატიული მმართველობა და ადამიანის უფლებები
  • საგარეო პოლიტიკა და ევროკავშირში ინტეგრაცია
  • ეკონომიკური და რეგიონული განვითარება
  • განათლება, მეცნიერება, ახალგაზრდობა
  • შრომა, ჯანმრთელობა, სოციალური დაცვა
  • სპორტი, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • იურიდიული განათლება
  • შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა

საგრანტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა არ უნდა ყოფილიყო 100 000 ლარზე მეტი.პროექტის ხანგრძლივობა კი უნდა იყო არანაკლებ სამი თვე.

კონკურსში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათსაქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა საზოგადოებრივ ან სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას მოიცავს. გამონაკლისს წარმოადგენდნენსაქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს, მუნიციპალიტეტის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.