საქსტატის ექსპრეს მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 მილიარდ 154 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.3%-ით მეტია.
აქედან, ექსპორტი 3 მილიარდ 844 მილიონი აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 8.9%-ით), ხოლო იმპორტი 10 მილიარდ 310 მილიონი აშშ დოლარი (გაიზარდა 10.8%-ით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ივლისში 6 მილიარდ 466 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.7%-ია.
რაც შეეხება ივლისის მონაცემებს, გასულ თვეში სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ 73 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 8%-იანი კლებაა. აქედან იმპორტი 1 მილიარდ 464 მილიონი აშშ დოლარი იყო (წლიურად 6.7%-ით ნაკლები), ხოლო ექსპორტმა 609.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (წლიურად 11%-ით ნაკლები).
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გამოქვეყნდება.