... ... hotnews.ge - პარლამენტთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

პარლამენტთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა სცადეს, ტერიტორიიდან გაეყვანათ პარტია „ახალის“ ლიდერები, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ბაჩო დოლიძე, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან ისხდნენ.

დაპირისპირებისას, სამართალდამცველებმა პარტია „ახალის“ ლიდერებთან ერთად, რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

აქციის სხვა მონაწილეები ასევე ჩიტაძის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან მიახლოებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შენობის თავისუფლად დატოვების საშუალებას არ მისცემდნენ.

YOU MAY LIKE