... ... hotnews.ge - დედაქალაქი

ახმედ მელაშვილის ქუჩიდან მეგობრობის ქუჩამდე, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სამგორის რაიონში, ახმედ მელაშვილის ქუჩიდან მეგობრობის ქუჩამდე, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, იცვლება 250 მ.მ-იანი გოფრირებული 142 გრძივი მეტრი მოცულობის წყალარინების ქსელი. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 30 758 ლარი გამოიყო. 
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან და რაიონის მაჟორიტარ რევაზ სოხაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

კახა კალაძე სამგორში ახალი რეკრეაციული სივრცის პროექტს გაეცნო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის 29-30-31-32 კორპუსებსა და ძმები ოცხელების 25-25 ა-ს მიმდებარედ რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„ე.წ. ზეემკას დასახლებაში, დაახლოებით 4 ჰექტარზე მოეწყობა პარკი. ეს არის საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცე, სადაც ძირითადად ავტოფარეხები იყო. 80 ავტოფარეხი დაიშალა ამ პროექტის განხორციელების მიზნით. მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის. ეს პროექტი, პირველ რიგში, მათთვის კეთდება, რომ ჰქონდეთ სივრცე, სადაც მათი შვილები, შვილიშვილები და თვითონაც დაისვენებენ, განიტვირთებიან. საკმაოდ მასშტაბური პროექტია და მოხარული ვარ, რომ ამ დასახლებაში ასეთი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება“, - განაცხადა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატი რევაზ სოხაძე.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები, შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე და სასეირნო ბილიკები, ასევე განთავსდება ფანჩატურები. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების მასშტაბური სამუშაოები: ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა, შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაითესება ბალახი.

სამუშაოების ღირებულება 8 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო პროექტის დასრულება 2025 წლის ზაფხულში იგეგმება.

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ჩამონათვალი

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია "თელასი" ავრცელებს:

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ბეჟანიშვილის და ჭყონდიდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული  უნივერსიტეტის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, ფერაძის, გოგიძის, შალიკაშვილის, ნოზაძის, ენუქიძის, ბობ უოლშის,   კვიჭიძის, სოლოღაშვილის, ჩოხელის და  გოგიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.    

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, გამსახურდიას გამზირის (ნაწილობრივ), მარშალ გელოვანის გამზირის, სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ვაშლიჯვრის დასახლების, 26 მაისის მოედნის, შარტავას, ბახტრიონის, სულაკაურის, ბროლოსანის,   კოსტავას, იყალთოს, ხვიჩიას, ცინცაძის, შროშის, საბურთალოს, იოსებიძის, გოძიაშვილის, იასამნის, ბროწეულის, გაგარინის, გელოვანის, კვერნაძის, აფაქიძის, ალექსიძის, ისაკაძის, არდაზიანის, იმედაშვილის, მგალობლიშვილის, ვაზისუბნის, ზოვრეთის, იური ანუას, ოდესის, ოდიშელიძის, ვეძისის და საირმის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის VI კვარტლის, ქავთარაძის და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების  მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის, ჭელიძის, იპოლიტოვ-ივანოვის და ზარზმის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ილორის და ზარზმის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნოე რამიშვილის და არარატის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, აეროპორტის დასახლების, წმინდა ბარაბარეს უბნის, აეროდრომის დასახლების, თაყაიშვილის, დავითაშვილის, თრიალეთის, ხომლელის, მზითაგორის, კალოუბნის, ქიზიყის, ბაღდავაძის, ლორთქიფანიძის, კაიროს და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აბულაძის, ყიფშიძის, გაბაშვილის, მიქელაძის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მზიურის მიმდებარე ტერიტორიის, ყიფშიძის, აბულაძის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის, რუთაველის გამზირის (ნაწილობრივ), კოჯრის ახალი გზის, ლაღიძის, გრიბოედოვის, ბესიკის, მარო მაყაშვილის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს,  ქსნის, თევდორე მღვდელის, გაფრინდაშვილის, ვანის, სანაპიროს და კარალეთის ქუჩების მოსახლეობას.   

ჭანკოტაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

სამგორის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამჯერად, აეროპორტის დასახლებაში, ჭანკოტაძის ქუჩაზე N48-48ა კორპუსების მიმდებარედ გზის და ეზოს მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები ტარდება. 
პროექტის ფარგლებში, ასფალტის ორფენიანი საფარი 4250 კვ. მ ფართობზე, ხოლო ბორდიური 3550 კვ.მ ფართობზე მოეწყობა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 541 000 ლარი გამოიყო. 
სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

თბილისში 6 980-ზე მეტ აბონენტს გაზი არ აქვს

"თბილისი ენერჯის" ცნობით, გლდანში, დიღომსა და ვაზისუბანში 6984 აბონენტს გაზი არ აქვს. როგორც კომპანიაში ამბობენ, გლდანსა და ვაზისუბანში ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 15:00 საათზე აღდგება. დიღომში კი 19:00-ზე.

სამგორის გამგეობამ, რაიონის საჯარო სკოლების თვითმმართველობის წარმომადგენლებს უმასპინძლა

სამგორის გამგეობამ, რაიონის საჯარო სკოლების თვითმმართველობის წარმომადგენლებს უმასპინძლა. 
ახალგაზრდები გაეცნენ მიმდინარე დაგეგმილ პროექტებს და განიხილეს საკითხი „ახალგაზრდების ჩართულობა თვითმართველობის საქმიანობაში“. 
აღნიშნულ შეხვედრაზე ასევე, გაიმართა ახალი პროექტის პრეზენტაცია „ერთი დღე გამგეობაში“, რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, ერთი დღე იმუშაონ სამგორის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად. 
შეხვედრას სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი ბექა მაყაშვილი დაესწრნენ.

სად და რამდენი ხნით შეწყდა წყალი? - მისამართები

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს GWP ავრცელებს.

  • გლდანის რაიონში - შოთა მიქატაძის ქ.N6-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 21/04 00:15-დან 21/04 09:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: სოფ. გლდანს.

    წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 21/04 18:00-მდე.

  • ნაძალადევის რაიონში - ზღვის უბნის 11 მკ/რ, 1კვ. N20 კორპუსთან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 12:00-დან 22:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ზღვის უბნის 11 მიკროს 1კვარტალს და აბაის ქუჩას.

    წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 21/04 18:00-მდე.

  • გლდანის რაიონში - გელა ჭედიას ქ.N23-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 03:40-დან 09:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: სარაჯიშვილის N 8, წყალსადენის, ჭედიას, ტაძრის და მონასტრის ქუჩებს.

  • ნაძალადევის რაიონში - ავშნიანის დას., მონადირის ქ.N37-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 03:30-დან 18:00-მდე.წყალმომარაგება შეუწყდა: მონადირის ქუჩას.

  • დიდუბის რაიონში - სამტრედიის ქუჩისა და სანაპიროს კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 01:30-დან 09:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: აგლაძის N 1, 3, 5, 34,36,38, 79, 79ა, 79ბ, კოსმონავტების, სამტრედიის, დგებუაძის, მირცხულავას N 10,12,14,16, წყალტუბოს N 1,2,3,4, ცაბაძის N 1,2,3,4-ს. ბაგრატიონის N 3, ქუთაისის N 10, ყიფიანის N 2/4, 20, 22 ხოშარაულის ქუჩებს.

სად და რამდენი ხნით შეწყდა წყალი?-მისამართები

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს GWP ავრცელებს:

სამგორის რაიონი - აკაკი ფაღავას ქ. N28-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 19/04 22:00-დან 20/04 10:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს, ნავთლუღის მე-2 დას, (რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძისა და ელენე მეტრეველის ქუჩები) ქვემო მელითონეთა დასახლება, 31-ე ქარხნის აეროდრომის და მიმდებარე დასახლებას, ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, პოლიციის, ჭიჭინაძის, გუმათგესის, გუგუშვილის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, სადგური ველს, გვაზავას, ცისკარას(გურჯიევი), ოდიშელიძის, ფრისის, სოფელ: გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალარს და ფოლადაანთკარს, ალადასტურის და კვირიკაშვილის ქუჩებს კრწანისის რაიონში: ზემო და ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი, სოფ. ფონიჭალას, გიგანტის დასახლებას, ზოოვეტის დასახლებას, სოფ.ჭალას. სოფელ თელეთს, ვაგზლის ქუჩას.

ისნის რაიონი - თეოფანე დავითაიას ქ. N30-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 02:30-დან 12:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ვაზისუბნის დასახლების მე-2 მიკროს.

კრწანისის რაიონი -ორთაჭალის ქ. N7-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 04:05-დან 12:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ორთაჭალის ქ 7-75 კენტი, 6-60 ლუწი, ორთაჭალის 1, 2, 3, 4, 5 ჩიხს და 1,2

ჭიჭინაძის ქუჩაზე ჭებისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამგორის რაიონის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში,  სხვადასხვა მისამართზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. 

ამჯერად, სამუშაოები ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩა N23-ის მიმდებარედ მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება 10 ჭა და მოეწყობა, დაახლოებით, 150 გრძივი მეტრი მოცულობის წყალარინების ქსელი. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 74 154 ლარია გამოყოფილი. 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე კახა ბოლქვაძე ადგილზე გაეცნო.

შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ მისამართები

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, იაკობის, მუხის, კალოუბნის, წყაროთუბნის, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის,  გმირ კურსანტთა და ჭელიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების, უშაკოვის, მთისძირის, მშველიძის, ყვარლის, ტვიშის, მესხეთის და ბახუტაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ),  დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, პეტრე იბერის, ფატმანის, მირიანაშვილის, თინათინის, დემეტრე თავდადებულის, სვანიშვილის, შალვა ახალციხელის, გიორგი ბრწყინვალის, ნესტან-დარეჯანის, ცამეტი ასურელის, რამაზის, ბერტა ფონ ზუტნერის, შერმადინის, ვეხტმანის, მარკო პოლოს, ცხაკაიას, შაქარაშვილის, მირიან მეფის, არჩილ მეფის, ფრედერიკ მონტერეის, კასტელის, ერედვის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, უსენის, რაინგესის, კლაპროტის, ვეფხისტყაოსნის, ხატაეთის, ტარიელის, ჰუგო ჰუბერტის, სტრაბონის, ნიკო ბურის, არქანჯელო ლამბერტის, ავთანდილის, მაჭავარიანის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივანის, სოფელი დიღმის, სოფელი  ზურგოვანის, მუხათგვერდის დასახლების, პატარა დიღმის აგარაკების, დიღმის წყლის უბნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის მასივის I კვარტლის, ფარნავაზ  მეფის  გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი გელოვანის, გოდერძი ჩოხელის, კატო მიქელაძის, ნიკოლოზ ჩაჩავას, გიორგი ციციშვილის, ბენედიქტე მაღლაკელიძის, ძმები კარბელაშვილების, გრიგოლ ფერაძის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულიძის, აისის, სიხარულის, ლაშა ლაშხიას, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ეგრისის, ხახულის, გიორგი ციციშვილის, შალვა კარმელის, გურამ ნიჟარაძის, ნიკოლოზ ქაშაკაშვილის, გიგა ჯაფარიძის, ივანე სარიშვილის, ნიკოლოზ ბერაძის, ტარიელ გვიმრაძის, შალვა გოგიძის, გრიგოლ ფერაძის, ქრისტინე შარაშიძის, ყურაშვილის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, გერგედავას, ლორთქიფანიძის, ჩახავას,  ჩხეიძის,  გეგეჭკორის,  მარიკა ბარათაშვილის, კარტოზიას, საბურთალოს, თამარაშვილის, ანტონოვსკაიას და 26 მაისის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, შატბერაშვილის, ნინო ჟვანიას, კეკელიძის და ღოღობერიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, სადგური ლილოს ტერიტორიის,  საქნავთობის დასახლების, იოსებ ალავერდელის, გრიგოლ  ლორთქიფანიძის,  ბაღდავაძის, ქიზიყის, მამისაშვილის და კაიროს ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვოლსკის და  კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეჩხუმის, წმინდა მელქისედეკის, მუშკორის, მანჯგალაძის, ტრიკოტაჟის, ლიკანის, სააკაძის, თოფურია  ვალენტინის, ქართლელიშვილის, სვანეთის, კამალოვის, ნიკო მარის, თამარაშვილის, ნინუას, ვანის, საჭილაოს, სუმბათაშვილის, მეჯვრისხევის, წიკლაურის, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ბეჟანიშვილის, ხევსურეთის,  ჩაქვის, კურნატოვის, გულრიფშის, სართანიას, ლოტკინის, ზესტაფონის, ზაჰესის, ჯანელიძის და გომბორის ქუჩების მოსახლეობას. 

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, კონცეპტუალური დიზაინ-პროექტი დგება და ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერები გამოცხადდება.

„სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე, პირველი კომპლექსის  N4-ში 9-სართულიანი ავარიული კორპუსის დემონტაჟი მოხდება, სადაც 126 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივი მოსახლეობისგან შენობის დემონტაჟზე თანხმობა მივიღეთ. აღნიშნული კორპუსის ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების 20-სართულიანი კორპუსი აშენდება, რომელსაც -2 სართულზე ექნება საპარკინგე ადგილები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ავარიული კორპუსის დემონტაჟი განხორციელდება დიდუბის რაიონშიც.

„დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის პირველ კვარტალში, 14 ა კორპუსის დემონტაჟი მოხდება, სადაც 135 ოჯახი ცხოვრობს. აქაც 20-სართულიანი კორპუსი აშენდება და -2 სართულზე პარკინგი მოეწყობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ აქვს - მისამართები და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს. 

სამგორის რაიონი - ჯუმბერ ლეჟავას ქ. N6-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 00:20-დან 12:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ვაზისუბნის მე-3 მ/რ-ს 1კვ, 4 მ/რ-ს 1კვ. და ზურაბ პატარიძის და ლეჟავას ქუჩებს.

წყალმომარაგების წყვეტას დაემატა: თეოფილეს, დავითაიას, პატარიძის ,მშველიძის, ლეჟავას, ვაზის, ღვალაძის, მარშალ პილსუდკის, აჩაბეთის , ხელოვანთა ქუჩებს და ვაზის უბნის N1, 2 , 3, 4 მკ/რ-ებს.

საბურთალოს რაიონი - სოფ.დიღომი, დ.აღმაშენებლის 4 შეს. N12-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით  00:30-დან 12:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: სოფ. დიღომში: მესხის, თამარ მეფის, სარაჯიშვილის, ვახტანგ სონღულაშვილის, ფარსმან სონღულაშვილის, იროდიონ სონღულაშვილის, ცაგარელის, აღმაშენებლის, თაყაიშვილის, ხანძთელის, ჭიაურელის და კვირაცხოველის ქუჩებს.

ისნის რაიონი - კონსტანტინე ამირეჯიბის ქ. N51-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 02:00-დან 12:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: კონსტანტინე ამირეჯიბის 38-70, 47-71 ნომრებს.

ნაძალადევის რაიონი - რიონჰესის ქ. N28-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 02:30-დან 12:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: გიორგი სააკაძის, ჯავის, იმერეთი, რიონჰესის, ზედაზნის და ც. დადიანის N259-263 (კენტებს).

სამგორის რაიონი - გრიგოლ ლორთქიფანიძის ქ. N50-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით  05:30-დან 14:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ლორთქიფანიძის 20, 22, 24, 26, 50, 52, 54, 60, 62 64, 66, 68, 70, 72, 74, 76 ნომრებს.