... ... hotnews.ge - ჭანკოტაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

ჭანკოტაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

სამგორის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამჯერად, აეროპორტის დასახლებაში, ჭანკოტაძის ქუჩაზე N48-48ა კორპუსების მიმდებარედ გზის და ეზოს მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები ტარდება. 
პროექტის ფარგლებში, ასფალტის ორფენიანი საფარი 4250 კვ. მ ფართობზე, ხოლო ბორდიური 3550 კვ.მ ფართობზე მოეწყობა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 541 000 ლარი გამოიყო. 
სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

YOU MAY LIKE