... ... hotnews.ge - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვიდეოკამერები დააზიანა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვიდეოკამერები დააზიანა

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვიდეოკამერები დააზიანა.

მანამდე აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ღობეები მოხსნეს და ცეცხლი წაუკიდეს. ამასთან, აქციის მონაწილეები პარლამენტის ჭიშკრისკენ ბოთლებს ისროდნენ, კარს არყევდნენ, ჭიშკარზე გადასვლას ცდილობდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენჯერმე გაავრცელა განცხადება და მოუწოდა აქციის თითოეულ მონაწილეს, მშვიდად გამოხატონ პროტესტი, არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მითითებას.

YOU MAY LIKE