... ... hotnews.ge - გუშინ არაერთი ფაქტი იყო აქციის მონაწილეების მხრიდან, როდესაც გაუშვეს გარკვეული სახის გაზი, უშუალოდ ჩემს თანამშრომელს მიასხეს წიწაკის სპრეი - ვაჟა სირაძე

გუშინ არაერთი ფაქტი იყო აქციის მონაწილეების მხრიდან, როდესაც გაუშვეს გარკვეული სახის გაზი, უშუალოდ ჩემს თანამშრომელს მიასხეს წიწაკის სპრეი - ვაჟა სირაძე

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვაჟა სირაძე ამბობს, რომ არსებობს არაერთი ფაქტი, როგორ გაუშვეს აქციის მონაწილეებმა "გარკვეული სახის გაზი". მისი თქმით, დაკავებულია რამდენიმე პირი.

ეს განცხადება მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა - "პოლიციელებს რატომ ეკეთათ ნიღბები".

"ხშირ შემთხვევაში, მეც მიწევს ხოლმე ნიღბის გაკეთება. გუშინ არაერთი ფაქტი იყო აქციის მონაწილეების მხრიდან, როდესაც გაუშვეს გარკვეული სახის გაზი, კონკრეტული ფაქტები მაქვს, ასევე უშუალოდ ჩემს თანამშრომელს მიასხეს წიწაკის სპრეი, გამოვიყენეთ ჩვენი უფლებამოსილება და დაკავებულია რამდენიმე პირი. ყველაფერი საჯაროვდება. აკრძალული არ არის ნიღბის გაკეთება." - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

YOU MAY LIKE