... ... hotnews.ge - რა ღირს „მონანიება“ - ყველაფერი „გირჩის“ საბუთის შესახებ

რა ღირს „მონანიება“ - ყველაფერი „გირჩის“ საბუთის შესახებ

“გირჩმა” მონანიების საბუთის გაყიდვა დაიწყო, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ხართ ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლების”  წევრი და აღარ გსურთ მათთან ყოფნა, შეიძენთ ე.წ მონანიების საბუთს, რომლის შემდეგაც გათავისუფლდებით წევრობისგან. ეს საბუთი „გირჩში“ 2019 წლიდან გაიცემა და მას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს. ჩვენ დავუკავშირდით, ვახო მეგრელიშვილს და ვკითხეთ, რას ნიშნავს „მონანიების საბუთი“  :

„ეს საბუთი ხუთი წელია გაიცემა. როდესაც ჩვენ მღვდელმსახურებს, ეკლესია და  საპატრიარქო, ნათლობის  ან ჯვრისწერის დროს,  თხოვენ  მიუტანონ, რომ ჩვენი წევრები არ არიან, ჩვენ ვაძლევთ ამ საბუთს და ვარქმევთ მას „მონანიების საბუთს“. შეიძლება გაგებით აბსურდის თეატრია, მაგრამ საპატრიარქო აიძულებს ამ ხალხს რაღაცებს და ჩვენც ვეხმარებით მათ  50 ლარად. ამ საბუთს არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია“ - ამბობს ვახო მეგრელიშვილი.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ფეისბუკის პირად გვერდზე  “ბიბლიური თავისუფლების” მიერ ე.წ. მონანიების საბუთის 50 ლარად გაყიდვას ეხმაურება.

“გირჩის” თუ “ბიბლიური თავისუფლების” მიერ გაცემული არც ერთი საბუთი, არ წარმოადგენს, აუცილებელ ან საკმარის პირობას, მისი ყოფილი “მღვდელმსახურის” მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში დასაბრუნებლად.არამედ სრულიად უსასყიდლოდ შესაძლებელია მოძღვართან მისვლა სინანულით. “ბიბლიური თავისუფლების” მიერ გაცემულ საბუთს კი სულ ერთია რას უზამენ.ეკლესიაში დაბრუნება სინანულით უსასყიდლოდ არის შესაძლებელი,“ბიბლიური თავისუფლების” მიერ გაცემულ საბუთს კი სულ ერთია რას უზამენ”, – წერს ჯაღმაიძე.

გირჩის მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია ბიბლიური თავისუფლება საკუთარ მღვდელმსახურებს მონანიებისა და ეკლესიის მსახურებიდან გასვლის შესაძლებლობას აძლევს. მათივე თქმით, აღნიშნული მომსახურება 50 ლარი ღირს.

 

YOU MAY LIKE