... ... hotnews.ge - „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერს, ასევე მთლიან საქართველოს გუშინდელი დახვედრისთვის“-ილია თოფურია

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერს, ასევე მთლიან საქართველოს გუშინდელი დახვედრისთვის“-ილია თოფურია

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერს. ასევე მთლიან საქართველოს გუშინდელი დახვედრისთვის, რამაც ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, - ამის შესახებ UFC-ის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეყნის მოქალაქეობა შევინარჩუნო. უდიდესი მადლობა ყურადღებისთვის ყოველთვის“, - აღნიშნა თოფურიამ.

UFC-ის ჩემპიონი, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე, საჩემპიონო ქამარს წარადგენს.

YOU MAY LIKE