... ... hotnews.ge - გიორგი გახარიას სერიოზული პრობლემები აქვს ან რეალურად ვერ აღიქვამს, რა ხდება ქვეყანაში - კახა კალაძე

გიორგი გახარიას სერიოზული პრობლემები აქვს ან რეალურად ვერ აღიქვამს, რა ხდება ქვეყანაში - კახა კალაძე

გიორგი გახარიას განცხადებას „ქართული ოცნების“ მომავალ არჩევნებში დამარცხებასა და ოპოზიციაში გადანაცვლებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რეალობას აბსოლუტურად აცდენილი უწოდა. ამის შესახებ მან, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„არ ვიცი, გახარიამ რა თქვა, მაგრამ „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებსო, არ ვიცი მაგ განცხადებაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. პოლიტიკოსი რომ დღევანდელ მოცემულობაში ამ ტიპის განცხადებას აკეთებს, ერთი რამ ცხადია - ან სერიოზული პრობლემები აქვს ან რეალურად ვერ აღიქვამს, რა ხდება ქვეყანაში, რეალობას ძალიან აცდენილია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, გახდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი სწორედ გახარიას ინიციატივით და არა შინაგან საქმეთა მინისტრი, როგორც ეს პარტიაში იყო დაგეგმილი, კახა კალაძემ უპასუხა, რომ არ აპირებს გუნდის შიგნით მიმდინარე მსჯელობებზე საჯაროდ საუბარს.

„გუნდში ძალიან ბევრ რამეზე მიმდინარეობს მსჯელობა, საუბარი. ამ ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა მე არ მიმაჩნია სწორად და არ ვთვლი საჭიროდ და თუ მას აქვს სურვილი, ისაუბროს რაღაცებზე, შეიძლება ტყუილი იყოს რაღაცა, შეიძლება რაღაცები მოიგონოს, მე ნამდვილად არ მაქვს ამ თემაში შესვლის სურვილი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

YOU MAY LIKE