... ... hotnews.ge - პოლიტიკა

სომხეთში ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატრიანი, ერევნის მერი ტიგრან ავინიანი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.

„იმედი არ გვაქვს, რომ ოპოზიცია მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს“-მამუკა მდინარაძე

დიდი იმედი არ გვაქვს, რომ ოპოზიცია მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტში მისი მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იყოს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებები კანონმდებლობაში, თავის მხრივ, სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დავაანონსეთ საკანონმდებლო ცვლილებები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ, რასთან დაკავშირებითაც განვსაზღვრეთ ორკვირიანი ვადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს წარმოედგინათ ამ საკითხის დარეგულირების შესახებ მოსაზრებები თუ საკუთარი ვერსიები. ამის მიუხედავად, დღემდე, ამ დრომდე არცერთი მსგავსი ინიციატივა არავის მხრიდან გახმოვანებულა, პირიქით, ვნახეთ წინასწარი მზადებებიც კი ჯერ კიდევ დაუწერელი ინიციატივის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, ერთი მხრივ, დავიცვათ ნებისმიერი ადამიანის ყველა კონსტიტუციური უფლება და თავისუფლება, როგორი არატრადიციული და განსხვავებული ცხოვრების წესიც არ უნდა ჰქონდეთ ამ ადამიანებს და, მეორე მხრივ, ასევე ძალიან პრინციპულად უნდა დავიცვათ ოჯახური ღირებულებები, ჩვენი მომავალი თაობები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან.

ამ მიზნის გარანტირებული უზრუნველყოფისათვის და საკითხის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაც თანამედროვე მსოფლიოში ამ მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა დაგვანახა, გადავწყვიტეთ, დავაინიციროთ, პირველ რიგში, საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები, რის შემდეგაც ახლო მომავალში, ასევე დავაინიცირებთ შესაბამის და უფრო კონკრეტულ ცვლილებებს კანონებში, რომელიც დაახლოებით რამდენიმე ათეულ კანონს მოიცავს.

ცვლილებები კანონმდებლობაში, თავის მხრივ, სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, თუმცა სამომავლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული მიზნების მყარი აღსრულებისათვის, ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

აქვე ვაცხადებთ, რომ ჩვენი დღევანდელი ოპოზიციიდან გამომდინარე, დიდი იმედი ნამდვილად არ გვაქვს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახლა თუ არა, მომავალი მოწვევის პარლამენტში მაინც მისი მხარდაჭერა იყოს უზრუნველყოფილი, ხოლო კანონებში ცვლილებები, რომელიც ამ საკონსტიტუციო ცვლილებების გაცილებით მეტი კონკრეტიკა იქნება, მიმდინარე წელს გარანტირებულად იქნება მიღებული“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა - "ქართული ოცნების" კანონპროექტი

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა, რომელზეც დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.

უმრავლესობის ლიდერმა „საქართველოს კონსტიტუციური კანონის ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ მუხლები დეტალურად განმარტა.

„მუხლი 1.
1. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.
2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.
3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.
4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.
5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.
6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, სადაც მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები - მამუკა მდინარაძე

იდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, ერთი მხრივ, დავიცვათ ნებისმიერი ადამიანის ყველა კონსტიტუციური უფლება და თავისუფლება, როგორი არატრადიციული და განსხვავებული ცხოვრების წესიც არ უნდა გააჩნდეთ ამ ადამიანებს და მეორე მხრივ, ასევე ძალიან პრინციპულად უნდა დავიცვათ ოჯახური ღირებულებები და ჩვენი მომავალი თაობები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა იმ კანონპროექტზე ისაუბრა, რომლის ინიცირებასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს.

„ამ მიზნის გარანტირებული უზრუნველყოფისათვის და საკითხის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაც თანამედროვე მსოფლიოში ამ მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა დაგვანახა, ჩვენ გადავწყვიტეთ, დავაინიციროთ პირველ რიგში საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები, რის შემდეგაც ძალიან ახლო მომავალში, ჩვენ ასევე დავაინიცირებთ შესაბამის და უფრო კონკრეტულ ცვლილებებს კანონებში, რომელიც დაახლოებით რამდენიმე ათეულ კანონს მოიცავს.

ცვლილებები კანონმდებლობაში, თავის მხრივ, სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, თუმცა სამომავლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული მიზნების მყარი აღსრულებისათვის, ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. აქვე ვაცხადებთ, რომ ჩვენი დღევანდელი ოპოზიციიდან გამომდინარე, დიდი იმედი ნამდვილად არ გვაქვს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახლა თუ არა, მომავალი მოწვევის პარლამენტში მაინც მისი მხარდაჭერა იყოს უზრუნველყოფილი, ხოლო კანონებში ცვლილებებს, რომელიც ამ საკონსტიტუციო ცვლილებების გაცილებით მეტი კონკრეტიკა იქნება, მიმდინარე წელს გარანტირებულად მივიღებთ.

რაც შეეხება თავად საკონსტიტუციო ცვლილებებს, სულ ინიცირდება 2 კონსტიტუციური კანონი: პირველი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს, სადაც ჩვენ ქორწინების დეფინიცია განვსაზღვრეთ 2017 წელს, რომელიც ოჯახს განიხილავს როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს. ამ მუხლს დაემატება მესამე პუნქტი შემდგი შინაარსით: ოჯახურ ღირებულთა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა მდინარაძემ და „საქართველოს კონსტიტუციური კანონის ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ მუხლები დეტალურად განმარტა.

„მუხლი 1.
1. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.
2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.
3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.
4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.
5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.
6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“, - განაცხადა მდინარაძემ.

პრემიერი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 მარტს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს.

დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და წევრები აირჩიეს

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის ინფორმაციით, მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე აირჩიეს, ხოლო მდივნის პოზიციაზე კი ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.

მურუსიძის ინფორმაციით, აღნიშნული პირები აბსოლუტური ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.

"დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რა კონფერენციაშიც არ მიმიღია მონაწილეობა, არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ამდენ მოსამართლეს მიეღო მონაწილეობა. დღევანდელი კონფერენცია ყველაზე ხალხმრავალი იყო, რაც მე მახსოვს კონფერენციების ისტორიაში. რაც შეეხება "ვეტინგის" თემას, მოსამართლეები ერთსულოვნები იყვნენ, რომ ეს არ ემსახურება კეთილსინდისიერების შემოწმებას და რეალურად მიმართულია იქით, რომ მოხდეს სასამართლოს დამორჩილება.

რაც შეეხება სხვა საკითხს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და უმაღლესი საბჭოს მდივნის არჩევას, ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე საბჭოს წევრებად, ხოლო მდივნად არჩეული იქნა ნიკოლოზ მარსაგიშვილი. თითქმის აბსოლუტური უმრავლესობით იქნენ არჩეულები“,- აღნიშნა მურუსიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა მდინარაძე და დიმიტრი სამხარაძე გურიაში ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდნენ.

ოზურგეთში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არჩილ თალაკვაძე, ვასილ ჩიგოგიძე, რიმა ბერაძე, გია ბენაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძე.

შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა მდივანმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი გზავნილია, მმართველმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რისთვისაც მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო. საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს. ხაზი გაესვა იმასაც, რომ მეორე ფრონტის გადმოტანის საფრთხე არსად წასულა.

„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა გურიაში. შევხვდი პარტიის აქტივს, ჩვენი გუნდის წევრებს. მოგეხსენებათ, ჩვენ ყველა რეგიონში ჩავდივართ, რათა მოვამზადოთ პარტია არჩევნებისთვის. ეს არჩევნები ძალიან ძლიერად უნდა მოვიგოთ, უნდა გავიმარჯვოთ, იმისთვის რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, რათა არ მივცეთ საშუალება ჩვენი ქვეყნის მტრებს და ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებს, რომ ქვეყანამ შეწყვიტოს მშვიდობიანი განვითარება.

გურიაში ძალიან მაგარი განწყობაა. ჩვენი საამაყო გურულები მოტივირებულები არიან, რომ ეს არჩევნები ძალიან ძლიერად მოვიგოთ გურიაშიც. ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებულები, რათა ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც არის ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში. ძალიან რთული დროა, ჩვენი გუნდის წევრებს ვუთხარი, რომ ის საფრთხე, რომელიც შარშან და შარშანწინ იყო (ვგულისხმობ მეორე ფრონტის გადმოტანის საფრთხეს) არსად წასულა, ამიტომ, საჭიროა გონივრულად, მშვიდად და მტკიცედ გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მამუკა მდინარაძემ კი აღნიშნა, რომ გურიაში ძალიან მაღალი მოტივაციაა.

„გურია იშვიათი გამონაკლისი ნამდვილად არ არის, მაგრამ ბევრგან არ მინახავს ასეთი ანთებული, მოტივირებული ხალხი, საზოგადოება. სხვაგანაც ძალიან მაღალია მოტივაცია, მაგრამ გურიაში განსაკუთრებულია. გურულებს განსაკუთრებით აინტერესებთ პოლიტიკა, განსაკუთრებით განსწავლულები არიან ამ საკითხში. ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს მოსაზრებებს. ძალიან სასიამოვნოა გურულებთან შეხვედრა ამ საკითხებთან დაკავშირებით, რამდენადაც ისინი ძალიან კარგად ერკვევიან ბევრ თემაში და ძალიან სწორად იგებენ თითოეულ ნიუანსს. თითოეულ გურულს შეუძლია შემოვიდეს სიღრმეებში პოლიტიკურ ნიუანსებთან დაკავშირებით ისე, რომ ერთ შეცდომას არ დაუშვებს. საოცარი ხალხია ამ მიმართულებით, ჩემი დიდი პატივისცემა მათ, ძალიან კარგი შეხვედრა იყო“, - განაცხადა მდინარაძემ.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთში პარტიულ აქტივს შეხვდება

დღეს, 13:00 საათზე ოზურგეთში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან. ინფორმაციას პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.

მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას - „დედამიწის საათი"

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას - „დედამიწის საათი".

„დედამიწის საათი" გლობალური გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი გურიის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ გურიის რეგიონში პარტიულ აქტივს  შეხვდება.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ოზურგეთში 13:00 საათზე გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.

შეხვედრას დაესწრება გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.

 

"წოწორიას რეფორმის გატარებით უკრაინამ და მოლდოვამ აღიარეს, რომ არ არიან შემდგარი ინსტიტუტების მქონე ქვეყნები" - პრემიერი

წოწორიას რეფორმა საქართველოში არის აბსოლუტურად უადგილო,  - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციაზე ვეტინგის სისტემის შემოღების კენჭისყრას ეხებოდა. 
პრემიერის შეფასებით, საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო, შემდგარი ინსტიტუტებით, ვეტინგის შემოღება კი საპირისპიროს აღიარებას ნიშნავს.


„ვერ გეტყვით, რამდენი მოსამართლე შეუერთდება ამ გადაწყვეტილებას. თუ აღმოჩნდება ისე, რომ 300-ზე მეტი მოსამართლე პირობითად მხარს უჭერს საერთო პოზიციას, ეს იქნება ძალიან სწორი, ეს დაემთხვევა ერთი - ჩვენს პოზიციას, მაგრამ მარტო სუბიექტურები არ ვართ ამ ყველაფერში, აქ მარტივ საკითხებზეა საუბარი, „ვეთინგი“ ნიშნავს იმის აღიარებას, რომ შენ არ ხარ შემდგარი სახელმწიფო შემდგარი ინსტიტუტებით. კი ბატონო, უკრაინას აქვს ამის უფლება, მოლდოვას აქვს ამის უფლება, „ვეთინგის“ შემოღებით და წოწორიას რეფორმის გატარებით მათ აღიარეს, რომ არ არიან შემდგარი ინსტიტუტების მქონე ქვეყნები. ჩვენ ამას ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო შემდგარი ინსტიტუტებით და მართლაც ასეა, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს შემდგარი ინსტიტუტები. აქედან გამომდინარე წოწორიას რეფორმა საქართველოში არის აბსოლუტურად უადგილო,“- აღნიშნა პრემიერმა.

"ერთადერთი, რაც აქვს ოპოზიციას დღის წესრიგში, არის ცესკოს როგორმე დისკრედიტირება" - პრემიერი

ერთადერთი, რაც აქვს ოპოზიციას დღის წესრიგში, ეს არის ცესკოს როგორმე დისკრედიტირება, რაც არ გამოუვათ, იმიტომ, რომ ამისთვის არავითარი საფუძველი არ აქვთ, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით,  ოპოზიციამ იცის, რომ ბოლომდე აგებს არჩევნებს, ხოლო პარტიების უდიდესმა ნაწილმა იცის, რომ საერთოდ ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს. 


„ერთადერთი არის „ნაციონალური მოძრაობა“, ისიც 15%-ზეა ჩამოსული, რომელსაც აქვს ბარიერის გალახვის შანსი. ასეთ პირობებში მთელი მათი აქტივობები მიმართულია სწორედ დისკრედიტაციისკენ. მეტი არაფერი აქვთ ხელმოსაჭიდი, შესაბამისად მაქსიმალურად ეცდებიან, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ცესკო მთელი ამ წლების განმავლობაში მუშაობდა გამართულად, სათანადოდ ატარებდა არჩევნებს, მათ არ აქვთ არავითარი საფუძველი იმისათვის, რომ მოახდინონ ცესკოს დისკრედიტაცია. გახსოვთ რამხელა კამპანია ააგორეს 2020 წელს და მაინც ვერაფერი ვერ მოახერხეს, იმიტომ, რომ გაყალბებული არ იყო არჩევნები, გაყალბებული იყო მაშინდელი პარალელური ხმის დათვლის შედეგები. ეს ყველაფერი გააყალბა ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის დაკვეთით“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.