... ... hotnews.ge - მიხეილ დუნდუა: როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე ადგილობრივი მონაცემები ცალსახად მიუთითებს იმას, რომ ქართული სახელმწიფო ზრუნავს ადამიანზე, ამცირებს სიღარიბეს და ხელს უწყობს უმუშევრობის მკვეთრ შემცირებას

მიხეილ დუნდუა: როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე ადგილობრივი მონაცემები ცალსახად მიუთითებს იმას, რომ ქართული სახელმწიფო ზრუნავს ადამიანზე, ამცირებს სიღარიბეს და ხელს უწყობს უმუშევრობის მკვეთრ შემცირებას

როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო შემფასებლები, ისე ადგილობრივი მონაცემები ცალსახად მიუთითებს იმას, რომ ქართული სახელმწიფო ზრუნავს ადამიანზე, ამცირებს სიღარიბეს, ხელს უწყობს უმუშევრობის მკვეთრ შემცირებას, ხელს უწყობს დასაქმების ზრდას, რაც დადებითად მოქმედებს ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ განაცხადა.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა მონაცემთა ბაზა უმუშევრობასთან დაკავშირებით, როგორც აღმოჩნდა, ჩვენს საუკუნეში ყველაზე მეტი პროცენტული პუნქტით 2012-წლამდე საქართველოში გაზრდილა უმუშევრობის მაჩვენებელი. 2012 წლის შემდეგ, უმუშევრობის მკვეთრი შემცირებაა და საქართველო იმ ქვეყნების ათეულში მოხვდა, სადაც ყველაზე მეტი პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

YOU MAY LIKE