... ... hotnews.ge - მეტეხის გვირაბში ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მეტეხის გვირაბში ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებულ ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო სამუშაოები იგეგმება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, ფერდის გაწმენდის სამუშაოები განხორციელდება, რის გამოც, ორი ღამის განმავლობაში, 11 და 12 აპრილის 00:00-დან 06:00 საათამდე, გვირაბში საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

YOU MAY LIKE