... ... hotnews.ge - სამგორის გამგებელი კოლეჯ "სპექტრს" ესტუმრა

სამგორის გამგებელი კოლეჯ "სპექტრს" ესტუმრა

სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძე, რაიონის მაჟორიტარი რეზი სოხაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ქეთი ჩარკვიანი საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ ესტუმრნენ. 
სტუმრები გაეცნენ კოლეჯის სასწავლო პროცესს, პროგრამებსა და ინფრასტრუქტურას. ასევე, სიახლეების გაცნობის მიზნით დაიგეგმა ერთობლივი შეხვედრა სამგორის რაიონის ახალგაზრდობასთან. 
➡️აღნიშნული კოლეჯი სამშენებლო მიმართულების 24 პროგრამას ახორციელებს. 2024 წლის გაზაფხულზე გამოცხადდება მიღება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

 

YOU MAY LIKE