... ... hotnews.ge - სასტიკი მკვლელობა სამტრედიაში - ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ქალი ალაპარაკდა

სასტიკი მკვლელობა სამტრედიაში - ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ქალი ალაპარაკდა

სამტრედიაში მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა - მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და 30 წლის ნატო ხელაძე წინასწარ პატიმრიობაში გაუშვა. 
სხდომაზე სასტიკ დანაშაულში ბრალდებულმა ქალმა დუმილი დაარღვია და მოკლე კომენტარი გააკეთა -  მისი თქმით, დანაშაული მას არ ჩაუდენია და მისი მეუღლე მისმა ძმამ მოკლა. 
ქალი ამტკიცებს, რომ მკვლელობის შემდეგ, რეალურმა დამნაშავემ შემთხვევის ადგილი დატოვა.  როგორც ხელაძემ მოსამართლეს უთხრა, 112-ში თავად დარეკა და დახმარება ითხოვა.
ბრალდებული ქალის პოზიციას ამყარებს მცირეწლოვანი ბავშვების ჩვენებებიც, რომლებიც ადვოკატებმა პროცესზე წარადგინეს, სადაც მოზარდები ამბობენ, რომ დანაშაული ნატო ხელაძეს არ ჩაუდენია. 
დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, რადგან მათი თქმით, არც მომავლის და არც მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობდა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს.
საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 30 მაისს დაინიშნა.
36 წლის კაცი სამტრედიაში 2 დღის წინ, გამთენიისას მოკლეს. მას ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. 
მეზობლები იხსენებენ, რომ მკვლელობამდე, შემთხვევის ადგილიდან (ნაქირავები სახლიდან) ყვირილის ხმა გამოდიოდა.

YOU MAY LIKE