... ... hotnews.ge - „ყოველთვის ფორმაში ვარ, ყოველდღე ერთხელ მაინც ვვარჯიშობ“- რა გეგმები აქვს ილია თოფურიას

„ყოველთვის ფორმაში ვარ, ყოველდღე ერთხელ მაინც ვვარჯიშობ“- რა გეგმები აქვს ილია თოფურიას

ჩემს ორგანიზმს სჭირდებოდა ცოტა დასვენება, მაგრამ ამისდა მიუხედავად, ყოველდღე ერთხელ მაინც ვვარჯიშობ, - ასე უპასუხა UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ „იმედის დღესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში წამყვანის კითხვას, ხომ არ ამოვარდა ფორმიდან მას შემდეგ, რაც საქართველოს ესტუმრა.

„ფორმაში ვარ ყოველთვის. ანალიზს ვუკეთებთ იმას, რამდენი დღის დაკარგვა მომიწევს ასეთი ტიპის სიტუაციებში. ჩემს ორგანიზმს სჭირდებოდა ცოტა დასვენება, მაგრამ ამისდა მიუხედავად, ყოველდღე ერთხელ მაინც ვვარჯიშობ. დღე არ ვარდება არასდროს“, - აღნიშნა თოფურიამ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ილია თოფურიას თქმით, მომდევნო ბრძოლა, სავარაუდოდ სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება.

„შემდეგი ბრძოლა სავარაუდოდ სანტიაგო ბერნაბეუზე ჩატარდება. მომდევნო კვირებში გვექნება რამდენიმე გასაუბრება და უფრო კონკრეტულად გვეცოდინება დეტალები“, - განაცხადა თოფურიამ.

ილია თოფურიასთან ვრცელ ინტერვიუს იხილავთ კვირას, „იმედის კვირაში“.

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, დღეს საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის წინ გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარს წარუდგენს.

მატჩი „დინამო არენაზე“ დღეს საღამოს 21:00 საათზე დაიწყება.

27 წლის მებრძოლი ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება და რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს.

YOU MAY LIKE