... ... hotnews.ge - ესპანეთის პროკურატურამ ყოფილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის დაკავების ორდენი გასცა

ესპანეთის პროკურატურამ ყოფილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის დაკავების ორდენი გასცა

გავლენიანი ესპანური გაზეთის Marca-ს ინფორმაციით ესპანეთის პროკურატურამ სხვადასხვა დარღვევების გამო ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის მისი დაკავების ორდენი გაიცა.

რუბიალესი ამჟამად დომინიკის რესპუბლიკაში იმყოფება, რომელსაც ესპანეთთან ექსტრადაციის ხელშეკრულება არ გააჩნია, ბრალმდებელი მხარე კი იმედოვნებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი საკუთარი ნებით დაბრუნდება.

საქმე ეხება ესპანეთის სუპერ თასის საუდის არაბეთში ჩატარებას, რასაც პროკურატურის განმარტებით უსამართლო და კორუფციული გადაწყვეტილებები ერთოდა. ესპანეთის პოლიციამ გრანადაში რუბიალესის სახლიც კი გაჩხრიკა.
ყოფილ პრეზიდენტს აქამდე საჯარო განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

შეგახსენებთ, რომ რუბიალესი ფეხბურთის ფედერაციის პოსტიდან მას შემდეგ მოხსნეს, რაც ესპანეთის ქალთა ფეხბურთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, ხოლო რუბიალესმა ჯენიფერ ჰერმოსოს ტუჩებში აკოცა. ამას გარდა ლოზანაში მდებარე სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ, რომელიც დამოუკიდებელი ინსტიტუტია, ფიფას მსგავსად, რუბიალესს 3 წლიანი დისკვალიფიკაცია შეუფარდა.

YOU MAY LIKE