... ... hotnews.ge - თუ კვარაცხელია კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მისი ხელფასი გასამმაგდება-Forbes

თუ კვარაცხელია კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მისი ხელფასი გასამმაგდება-Forbes

ამერიკული გამოცემა Forbes-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ იტალიური ნაპოლის ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია კლუბთან ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს, მისი ხელფასი გასამმაგდება.

"ამჟამად, ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელიას წლიური ანაზღაურება 1.6 მილიონი დოლარია, რომელიც, შესაძლოა, 4.8 მილიონ დოლარამდე გაიზარდოს, თუ ის კონტრაქტს გაახანგრძლივებს". - წერს Forbes.

კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ ამ შეთანხმებას კიდევ 1 ან 2 წელი დაემატება.

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში 2022 წელს გადავიდა. ამ დრომდე, მან კლუბში 61 მატჩი ჩაატარა და 22 გოლის გატანა მოახერხა.

 

YOU MAY LIKE