... ... hotnews.ge - "მოვიგერიეთ, შევაკავეთ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ" - ნეთანიაჰუ

"მოვიგერიეთ, შევაკავეთ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ" - ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ქვეყნის მოსახლეობას პირობას აძლევს, რომ გაიმარჯვებენ.

"მოვიგერიეთ, შევაკავეთ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ," - წერს ნეთანიაჰუ X-ზე.

მანამდე ისრაელის პრემიერმინისტრმა ნეთანიაჰუმ მოსახლეობას მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. 

შეგახსენებთ, ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობენ, რომ დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა მოიგერიეს. თავდასხმის დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი. დანიელ ჰაგარის თქმით, მცირე ზიანი მიადგა ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას.

YOU MAY LIKE