... ... hotnews.ge - გერმანია მტკიცედ დგას ბალტიისპირეთის ქვეყნების გვერდით - ოლაფ შოლცი

გერმანია მტკიცედ დგას ბალტიისპირეთის ქვეყნების გვერდით - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, გერმანია დაიცავს ბალტიისპირეთის მოკავშირეებს. შოლცის თქმით, ლიეტუვაში მუდმივად დისლოცირებული ბრიგადის შექმნა 2027 წლის ბოლომდე დასრულდება.

„გერმანია მტკიცედ დგას ბალტიისპირეთის ქვეყნების გვერდით. ჩვენ ერთმანეთის ერთგულნი ვართ, ეს არის ნატოს ფარგლებში არსებული შეთანხმების ნაწილი. და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცავთ და ყველა სახელმწიფოს შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს მათი ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დაცვაში“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

YOU MAY LIKE