... ... hotnews.ge - გერმანიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა

გერმანიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა

გერმანიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, გერმანიის დასავლეთით მდებარე ქალაქ ვერლთან, დიუსელდორფიდან 100 კილომეტრში, ავტობუსი გზატკეცილიდან გადავიდა და გადატრიალდა.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ავტობუსში დაახლოებით 60 მგზავრი იყო, მათგან სულ მცირე 20 კი დაშავდა.

პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ავტობუსს ვარბურგის პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები გადაჰყავდა, რომლებიც ინგლისიდან ბრუნდებოდნენ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ასევე სამაშველო ვერტმფრენი.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

 

YOU MAY LIKE