... ... hotnews.ge - უკრაინაში სამხედრო მობილიზაციის ასაკი მცირდება - ზელენსკიმ ახალ კანონპროექტს ხელი მოაწერა

უკრაინაში სამხედრო მობილიზაციის ასაკი მცირდება - ზელენსკიმ ახალ კანონპროექტს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საბრძოლო მოვალეობის შესრულების მობილიზაციის ასაკი 27-დან 25 წლამდე შემცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

კანონპროექტის ინიციატორი უკრაინის მინისტრთა კაბინეტი იყო.

მანამდე, 30 მაისს უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა გაწვევის მაქსიმალური ასაკის 25 წლამდე შემცირებას. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 304-მა პარლამენტარმა დაუჭირა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ამჟამად, სანამ უკრაინა საომარი მდგომარეობის პირობებში იმყოფება, არ არის საჭირო მოქალაქეების დიდი ხნით (27 წლამდე) დარჩენა წვევამდელთა სამხედრო რეესტრში.

YOU MAY LIKE