... ... hotnews.ge - კუნძულ ტაივანზე ბოლო 25 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლი

კუნძულ ტაივანზე ბოლო 25 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლი

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ტაივანის ოფიციალური უწყების ცნობით, ეს არის ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რაც კუნძულზე ბოლო 25 წლის განმავლობაში მოხდა. 

მიწისძვრის ეპიცენტრი ტურისტული ქალაქ ჰუალიენიდან სამხრეთით დაახლოებით 18 კილომეტრში იყო.მას მოჰყვა ძლიერი ბიძგები, მათ შორის ერთი 6,5 მაგნიტუდის.

ტაივანის ეროვნული სახანძრო სააგენტოს (NFA) ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია ოთხი ადამიანი. NFA-ს ცნობით, ყველა შემთხვევა მოხდა ჰუალიენის ოლქში, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს. დაშავებულია სულ მცირე 57 ადამიანი. 

სულ მცირე 26 შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი.

YOU MAY LIKE